ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Frontnews საქართველო
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




