ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ჰერჩინსკი - გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოში მმართველმა პარტიამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა. გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ მან უნდა გვაჩვენოს, რომ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.
"პრობლემა იმაშია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ყოველდღიური გაშავების კამპანიით ევროკავშირის წინააღმდეგ.
რაზე ისაუბრებს ევროკავშირი, თქვენი მოლოდინით? ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტების განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ჩვენ “გლობალური ომის პარტიის” შესახებ დიალოგში ჩავერთვებით? ელით, რომ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? ეს გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს.
საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ მან უნდა გვაჩვენოს, რომ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. ძალიან სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით, სწრაფი ეროზიაა კანონის უზენაესობის მიმართულებით და არის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ყველაფერი ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რომელიც გაკეთდა საქართველოში. გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს. ევროპული გზა კვლავაც ღიაა საქართველოსთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს კურსი და და კვლავ იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების ერთგული. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროპული ინტერესებისადმი კვლავ უცვლელია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი




