ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ჰერჩინსკი - საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის კანონებს

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის კანონებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი კანონები სცილდება დემოკრატიას.
"საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის კანონებს. არა ამერიკული, რუსული ან ჩინური კანონები, ან სხვები, არამედ უნდა მიიღოს ევროპული კანონები. ძალიან მკაფიოდ ვთქვით, ჯერ კიდევ 2023 წელს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ 2023 წელს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, გაეწვია ეს კანონი. სწორედ ამის გამო შევძელით, წინ გადაგვედგა ნაბიჯები. სწორედ ამიტომაც, 2023 წლის ბოლოს ჩვენ ყველანი ვზეიმობდით, რომ საქართველო გახდა კანდიდატი ქვეყანა. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენდა გასაოცრად, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, უკან დაეხია და კვლავ შემოეტანა კანონი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, მათ შორის მეც – თუ შეიძლება, ნუ იზამთ ამას, ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, ევროკავშირის წესებს და ჩვენ ვთქვით, რომ ამას ექნებოდა შედეგი“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი




