Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

იაპონიაში თვითმფრინავს, რომლის ბოტზე თითქმის 400 ადამიანი იმყოფებოდა, დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

მსოფლიო
1499
Frontnews
იაპონიაში თვითმფრინავს, რომლის ბოტზე თითქმის 400 ადამიანი იმყოფებოდა, დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

ტოკიოს აეროპორტში Japan Airlines-ის თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი თითქმის 400 მგზავრის და ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, Airbus A-350 ჰოკაიდოდან ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტში მიფრინავდა.

 

თვითმფრინავიდან 379-ვე ადამიანი წარმატებით იქნა ევაკუირებული. მგზავრებს შორის რვა ბავშვი იყო.

 

Japan Airlines-ის განცხადებით, ბორტი დაშვების შემდეგ იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა.

 

იაპონიის სანაპირო დაცვამ დაადასტურა, რომ Airbus A350 სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მათ თვითმფრინავს შეეჯახა. ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

 

ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის ხუთი წევრი, რომელსაც Japan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა, დაიღუპა, თვითმფრინავის მეთაური კი მძიმედ დაშავდა.

თაგები:

იაპონია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები