Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ჩიქოვანი ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

პოლიტიკა
115
Frontnews
ირაკლი ჩიქოვანი ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ბაქოს ექსპო ცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.  ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.

ბაქოს ექსპო ცენტრში საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებს, თავდაცვით აღჭურვილობებს, მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, კომპიუტერულ, რეკოგნოსცირების და კიბერუსაფრთხოების სისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, უპილოტო საფრენ და სახმელეთო აპარატებს.

ADEX 2026 აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მრეწველობის  სამინისტროს ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მხარდაჭერით იმართება. სამხედრო ინდუსტრიულ გამოფენას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო. საერთაშორისო გამოფენა რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები