Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
146
Frontnews
ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატს წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მან გერმანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების პროცესში.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან ჰოფმაისტერი დაესწრნენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები