Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ჩიქოვანი - "ქართული ოცნების" გუნდი დიდგორის და დავით აღმაშენებლის პოლიტიკას აგრძელებს

პოლიტიკა
74
Frontnews
ირაკლი ჩიქოვანი - "ქართული ოცნების" გუნდი დიდგორის და დავით აღმაშენებლის პოლიტიკას აგრძელებს

ქართული ჯარის სულისკვეთება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.

"სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დიდგორის და დავით აღმაშენებლის პოლიტიკას აგრძელებს - "დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ“.

დიდგორობის ღონისძიებაზე ჩიქოვანმა შვიდი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით - „დიდგორის ჯვარი“ დააჯილდოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები