ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი ჩიქოვანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

ავტორი
Frontnews საქართველო
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა უეს სტრიტინგმა გახსნა.
სხდომის მონაწილეებს ვირტუალურ ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი. შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ჩიქოვანი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობების მიმართულებით, კევინ ჰამილტონს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებული პრაქტიკული მექანიზმების განხორციელების პროცესსა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი




