Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ღარიბაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა

პოლიტიკა
940
Frontnews
ირაკლი ღარიბაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. 

 

მხარეებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს. 

 

პრემიერი კიდევ ერთხელ მიესალმა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა ეთხოვა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი, ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაში უმნიშვნელოვანესია. 

 

შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, აგრეთვე აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელ ხალხს გაეგზავნა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ერიკ ტოსატი ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები