Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ღარიბაშვილი – მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც, ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს

პოლიტიკა
1094
Frontnews
ირაკლი ღარიბაშვილი – მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც, ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს

დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ახლა იმპორტიორებისგან გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ამ პროცესს აკვირდება.

 

“მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები