Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ღარიბაშვილი – მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს

პოლიტიკა
1362
Frontnews
ირაკლი ღარიბაშვილი – მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა.

 

“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა, იუნკერთა ნათელ ხსოვნას.

 

მათ ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და უკვდავი მაგალითი დაუტოვეს ყველა მომავალ თაობას.

 

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. ყველა ჩვენგანის მთავარ საზრუნავად და ამოცანად რჩება ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, საქართველოს დაბრუნება საერთო ევროპულ ოჯახში.

 

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, – წერს ღარიბაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები