Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო

საზოგადოება
1398
Frontnews
ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების  დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული  სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას  და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

 

უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირიდან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით,  1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს მოხდა. ამ დრომდე ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან იდენტიფიცირებულია 288.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები