Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კირცხალია - არ არსებობს, მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნა იყოს გამოწვეული სწორი პოლიტიკით

პოლიტიკა
67
Frontnews
ირაკლი კირცხალია - არ არსებობს, მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნა იყოს გამოწვეული სწორი პოლიტიკით

ეს კვლევა პირდაპირი შედეგია არასწორი პოლიტიკის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებით.

„ამას განაპირობებს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია. რთულია შეხვიდე ამა თუ იმ ლიდერის რეიტინგზე, მაგრამ ესა თუ ის ლიდერი, ყოველთვის წარმოადგენს პოლიტიკას, იმ პოლიტიკას, რომელ პოლიტიკასაც ახორციელებს თავის ქვეყანაში და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ იმ ეკონომიკურ კავშირში, რომლის წევრებიც ისინი არიან. ვფიქრობ, რომ ეს შედეგი, კომპლექსურია. მაგრამ, რადგან ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ეს არის ეკონომიკური კავშირი და ყველამ კარგად ვიცით და ვხედავთ რა გამოიწვია იმ სანქციებმა, რომელმაც შემდეგ პირდაპირი გავლენა მოახდინა ევროპელის ჯიბეზე.

ასევე კარგად ვხედავთ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში და ვექტორში იმ ომის რიტორიკას, რასაც ისინი ყოველდღე ატარებენ.

კავშირში, რომელიც თავის დროზე მსოფლიო ეკონომიკის 30%-ს იკავებდა და დღეს მისი ნახევარია, არ არსებობს, რომ ეს იყოს გამოწვეული სწორი პოლიტიკით. ასე, რომ ყველაფერი კომპლექსურად ამის გამოძახილია“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები