ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კირცხალია - არსებობენ ჯგუფები, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ ის, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას

ავტორი
Frontnews საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ "ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები მართული პროცესი იყო.
მისივე თქმით, არსებობენ ჯგუფები, რომელთა ერთადერთი ინტერესი საქართველოს განვითარებისთვის ხელის შეშლაა.
"თითოეული მართული პროცესი, რომელსაც ვნახეთ ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში და რომელიც საზოგადოებისთვის უკვე არ არის ახალი და გასაკვირი, თუ საიდან იყო და როგორ ფინანსდებოდა ეს ყველაფერი. თითოეული ასეთი გამოსვლა, თითოეული დაგეგმილი პროვოკაცია მეტყველებს ერთზე, რომ უკვე ღიად არსებობენ გარკვეული ჯგუფები და მათი სახე დამალული არ არის, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ როგორმე, ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ Enka Renewables-ის დავაზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ამიტ მეჰტას 2026 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, საქართველოს მთავრობას კომპანია “Enka Renewables”-ისთვის 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტის, ასევე შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის გადახდა დაეკისრა. მოსალოდნელია, რომ პროცენტებთან ერთად, ჯამური თანხა 400 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განმარტებით, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




