ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კირცხალია - IRI-ის კვლევამ გვანახა, რამხელა უფსკრულია აგენტურას და ქართველ საზოგადოებას შორის ჩვენს ქვეყანაში

ავტორი
Frontnews საქართველო
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევამ ნათლად აჩვენა, თუ რამხელა უფსკრულია ოპოზიციასა და ქართველ ხალხს შორის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
"ყველამ კარგად ვიცით, რა წიაღიდან მოდის IRI. NGO-ების ანტისახელმწიფოებრივი კოალიციაა - IRI, ISFED, რასაც ვეძახით კოლექტიურ გიგაურსა და ლომჯარიას, ის სახელი და გვარები, რომლებიც "მოღვაწეობენ" ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
ყველა არჩევნების წინ ვიცით, რა კვლევები იყო და შემდეგ რა შედეგები დგებოდა, არქივი არსებობს და არქივიც არ სჭირდება. ეს ის ხალხია, რომელიც იმ გაყალბებულ კვლევებსაც კი "აპრავებდა", მაგალითად, პარალელური დათვლის შედეგებს - ესენი მეზობლები არიან, ერთი ოფისია და ერთი კოალიციაა.
ასეთი ორგანიზაციის კვლევაშიც კი, როდესაც ასეთ შედეგია, წარმოიდგინეთ, რა ხდება აგენტურის ფლანგზე, ოპოზიციას და პარტიებს რომ ეძახიან თავის თავს. ეს ხომ არის კვლევითი ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციაში, ანტისახელმწიფოებრივში და რა ხდება აგენტურულ კოალიციაში, აქეთ ფლანგზე ე.წ. პარტიებში, ეს ხომ კარგად ვიცით.
ამ კვლევამ გვანახა, თუ რამხელა უფსკრულია აგენტურასა და ქართველ საზოგადოებას შორის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




