Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა

პოლიტიკა
119
Frontnews
ირაკლი კობახიძე - 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა

35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული და ეს არის პირდაპირი ციფრები.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სხვა ჯანდაცვის პროგრამები, პენსიების ზრდა ბიუჯეტის ზრდაზე მეტად - ბიუჯეტზე მეტად გაიზარდა პროცენტულად პენსია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, 415 ლარი გახდა მინიმალური პენსია, თუმცა ბუნებრივია ესეც ცოტაა, მაგრამ ბიუჯეტს რაც შეუძლია, იმის მაქსიმუმს აკეთებ. ბიუჯეტის იქით ხომ ვერ გაზრდი პენსიას, ხომ შეუძლებელია ეს ყველაფერი“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები