ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.
"ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




