Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა

პოლიტიკა
242
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა

ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.

"ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მე თავიდანვე გავაკეთე პოლიტიკური შეფასება. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ვფიქრობ, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა. ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, იგივე, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ. იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბატონი ბარამიძის ეს ყოვლად არა მარტო გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, სამართლებრივ შეფასებას ამ საკითხებზე არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, ეს საკითხი დავტოვოთ იმ ორგანოების კომპეტენციის ქვეშ, რომლებიც სამართლებრივად არიან პასუხისმგებელი, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები