Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - ბიომრავალფეროვნების შესახებ სამიტზე  საუბარი გვქონდა საქართველოს პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით

პოლიტიკა
446
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ბიომრავალფეროვნების შესახებ სამიტზე  საუბარი გვქონდა საქართველოს პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით

ბიომრავალფეროვნება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწვევით ერევანში მონაწილეობას ვიღებ ბიომრავალფეროვნების შესახებ სამიტში, რომელიც გაეროს ეგიდით იმართება. საუბარი გვქონდა საქართველოს პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორობას აქ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის საინტერესოა ამ ფორმატში მუშაობა. ბიომრავალფეროვნება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. შესაბამისად, ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“ -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები