ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ბიზნესის წინაშე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი, სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა

ავტორი
Frontnews საქართველო
ბიზნესის წინაშე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი, სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს ამ ვითარების გამოსწორებას.
"რამდენიმე გამოწვევა არის ბიზნესის წინაშე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი. შარშან და შარშანწინაც იგივე მაჩვენებელი იყო. წელსაც იგივე მთავარი პრობლემა დაფიქსირდა ბიზნესის მხრიდან ჩატარებულ კვლევაში. სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე. ჩვენ ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებას. იყო სხვა გამოწვევები, რაც დასახელდა. ჩვენ მზად ვართ ბიზნესთან დიალოგის გაგრძელებისთვის და თუ სადმე პრობლემა იქნება, თითოეული პრობლემა გადაიჭრება სწორედ დიალოგის საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




