Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ამას ფეხდაფეხ გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება

პოლიტიკა
633
Frontnews
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ამას ფეხდაფეხ გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება

ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ ამას გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული მომავალშიც.

“პრაქტიკაში კანონის რეალიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის გამკაცრება. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ გაჰყვეს  ამას შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად, მომავალშიც მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სენი. ეს საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები