ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი

ავტორი
Frontnews საქართველო
ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.
მისი თქმით, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.
"გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ამაზე სერიოზულად ვიზრუნეთ საქართველოში, რამაც თავისი შედეგები გამოიღო. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, რომ ნებისმიერი უცხოური პოლიტიკური გავლენა წარიმართოს გამჭვირვალედ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




