ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ

ავტორი
Frontnews საქართველო
ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად აქციოს.
"კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, დავიცვათ ეკოსისტემები და ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას. ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ", - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




