Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში

პოლიტიკა
344
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში

ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში.

"ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმება, კურსდამთავრებულთა დასაქმება და მათ შორის, განსაკუთრებით მათი დასაქმება საჯარო სექტორში. ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რამდენიმე წელია, ეს პროგრამა მოქმედებს. თავიდან დავიწყეთ საპილოტე რეჟიმში და ახლა გრძელდება წარმატებით ეს პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები