Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული

პოლიტიკა
479
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული

ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები  წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში.

"ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული, რაც შეეხება დღემდე პროცესის წარმართვას, ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, ვის მხარეს არის სიმართლე და ვის მხარეს არის კომპეტენცია. ერთი, რომ სიმართლე არ არის ჩვენი ოპონენტების მხარეს და მეორე, სრულიად არაკომპეტენტური ხალხი იცავს რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც არის ძალიან თვალსაჩინო, ამას გეუბნებით პირველ რიგში, როგორც იურისტი, სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები, იურისტები წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები