Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

პოლიტიკა
576
Frontnews
ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან გიორგი ვოლსკისთან და ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ჯუდიტ ვარგას შეხვდა.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნგრეთის ოფიციალური პირები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

 

ირაკლი კობახიძემ ჯუდიტ ვარგას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით 14/15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად გაფორმებაში აისახება.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები