Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს

პოლიტიკა
447
Frontnews
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს.

 

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

 

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები