Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი

პოლიტიკა
183
Frontnews
ირაკლი კობახიძე - დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი

დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.

"დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია თითოეული ჩვენგანისთვის, დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. მთლიანობაში, ამ პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია. თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. ეს პროექტი სულ 11 კორპუსსა და 2 400-ზე მეტ ბინას აერთიანებს; 4 შენობაში მოსახლეობა გასულ წელს უკვე შესახლდა, დღეს კი 1 600 ოჯახი იწყებს ცხოვრებას კომპლექსის ახალ 7 ბლოკში. აქ შექმნილია სრულფასოვანი, კომფორტული გარემო გამწვანებული სივრცეებით, სპორტული მოედნებითა და ბავშვთა გასართობი ზონებით. ჩვენი მოქალაქეები დაცულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.

"დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ასევე რეგიონებში. რუსთავში 800 ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება, ზუგდიდში 1 700-ზე მეტი ბინა 7 ახალ კორპუსში, ხოლო ბორჯომში ახალ საცხოვრებელს კიდევ 150 ოჯახი მიიღებს. გასულ წელს ქუთაისში უკვე დავასრულეთ 720-ბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ეს არის ის მასშტაბური პროექტები, რომელიც ხორციელდება და რომელთა საბოლოო მიზანია ყველა დევნილი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებლით. ამასთანავე, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ უკვე 16 000-მდე ბენეფიციარს შეუსყიდა საცხოვრებელი, მათ შორის 2 000-ს - მიმდინარე წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები