ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე

ავტორი
Frontnews საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოდბის ტაძარში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს დედაეკლესიას და სამშობლოს სიმტკიცეზე ზრუნვისთვის.
"მადლობა მინდა გადავუხადო მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული თქვენგანის, თითოეული სასულიერო პირის ღვაწლი არის განსაკუთრებული, სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას და თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე და მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ამისათვისაც გვინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს გიორგობის დღესასწაულს, წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, წმინდა ნინო ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




