ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში

ავტორი
Frontnews საქართველო
ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს წარმოაჩენს, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს.
"რაც მოვისმინეთ, ამას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. ეს არის პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეში პოლიტიკური მცდელობა, რაც წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




