ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება

ავტორი
Frontnews საქართველო
ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებენ, ისინი ყოველთვის მოქმედებენ დაკვეთებით.
"დიდხანს იკავებდნენ თავს სრული ლუსტრაციისგან, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ იმის აღიარება, რომ არიან პოლიტიკური პარტიის ჩვეულებრივი დანამატი. არასდროს არ იყო ეს არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




