Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე -  ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი

პოლიტიკა
249
Frontnews
ირაკლი კობახიძე -  ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი

ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ეფექტური პოლიტიკა და ძლიერი სამთავრობო გუნდი არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი არის კორუფციის დაძლევა. ამ კუთხით იყო საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საჭიროა ამ ბრძოლის გაგრძელება. მაღალ დონეზე კორუფცია არის აღმოფხვრილი და ჩვენ თამამად ვსაუბრობთ საზოგადოების წინაშე. ერთ ფაქტს თუ მაინც დაასახელებენ, რომელიც დაკავშირებული იქნება კორუფციასთან, ხელისუფლების მაღალ, საშუალო ან ნებისმიერ დონეზე, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, თუმცა, ჩვენი ოპონენტები დღემდე ვერ ახერხებენ ასეთი ფაქტების წარმოდგენას, რაც ჩვენთვის კარგია, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები