ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი

ავტორი
Frontnews საქართველო
გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
"გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, კონსტიტუცია ადგენს ამას და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადების გაკეთების უფლება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




