Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

საზოგადოება
371
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები