ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები

ავტორი
Frontnews საქართველო
ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია. სწორედ ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მისი თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ამომრჩეველთა 54 პროცენტმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი.
"ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია. სწორედ ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ამომრჩეველთა 54 პროცენტმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. თუ ცალკეული ოპოზიციური პარტიების შედეგებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათ შორის ყველაზე წარმატებულმა პარტიამაც კი „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით ხუთჯერ ნაკლები ხმა მიიღო, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს აფასებს. როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ ამომრჩეველთა რა ნაწილს წარმოადგენენ პარტიები, რომელთა აკრძალვაზეც არის საუბარი.
თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, რომლებიც ასევე, გარკვეულწილად, საერთო ეროვნულ არჩევნებს წარმოადგენდა, დავინახავთ, რომ ერთი წლის შემდეგ ამ არჩევნებში მათგან ორმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი პარტიის მხარდაჭერა სამჯერ შემცირდა, მეორის კი ორჯერ, იმიტომ, რომ მათ საკუთარ ამომრჩევლებს უღალატეს, შესაბამისად, მათ პრაქტიკულად აღარავინ უჭერს მხარს. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი პროცესი დაიწყო, მათ საპროტესტო აქციების ორგანიზება სცადეს, თუმცა აქციებზე არავინ მივიდა. ამას პრემიერ-მინისტრის სტატუსით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - მათ საკუთარ ამომრჩევლებს უღალატეს, ეს უბრალოდ ფაქტია. ფაქტია, რომ მათ ხალხის მიერ მინიჭებულ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას ოფიციალური სტატუსიც აქვს, ის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მმართველი პარტიის დამფუძნებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




