ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს

ავტორი
Frontnews საქართველო
სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ჩვენი ეკონომიკის, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას მომავალშიც წარვუდგენთ ახალ ინიციატივებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა არის საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაძლევა
"მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით. პროდუქტიულობის გაზრდა და ზოგადად, ამ მიმართულებით რეფორმების გატარება, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა, არის საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაძლევა. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას მომავალშიც წარვუდგენთ ახალ ინიციატივებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებითად გადალაგდა სისტემა.
"ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ რევაზ სოხაძეს. ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა კუთხით ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა და გადალაგდა პროცესები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ინფრასტრუქტურა მომავალში მაქსიმალურად ხარისხიანად და ეფექტიანად განვითარდება. კიდევ ერთხელ მადლობა სამთავრობო გუნდს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




