Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო "ფუძეობა", რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია

პოლიტიკა
294
Frontnews
ირაკლი კობახიძე - მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო "ფუძეობა", რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია

აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მაქსიმალურად გაგრძელდება ზრუნვა, რათა რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს.

„მიხარია, რომ დღეს ვარ რაჭაში, აბროლაურში ჩემს კოლეგებთან ერთად.  ჩემს მშობლიურ კუთხეში ვარ და აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები