Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად, არავინ არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას

პოლიტიკა
343
Frontnews
ირაკლი კობახიძე - მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად, არავინ არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას

მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, მანანა კობახიძეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს.

"მე ვნახე მისი განცხადების შინაარსი. სათაურისგან განსხვავდებოდა. მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატად აპირებს მუშაობის გაგრძელებას და უნდა იურიდიული კარიერა არ დაასრულოს. სათაურში სხვანაირად იყო ეს ყველაფერი გამოტანილი, თუმცა ეს არ არის საინტერესო. მთავარია, რომ მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. არავინ არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები