ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში, აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი

ავტორი
Frontnews საქართველო
ეს დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და ამის მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ოპოზიციაში დაპირისპირებასა და თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხებოდა.
"ეს დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და ამის მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში. აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა, პირველ რიგში, მათივე ინტერესები. როდესაც ისინი არ შევიდნენ პარლამენტში და როდესაც უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, ბუნებრივია, დაისუსტეს საკუთარი თავი და ის დაპირისპირებები, რომლებიც გრძელდება და ამის მორიგი გამოხატულებაა ეს განცხადებაც, არის ზუსტად სისუსტის გამოვლინება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




