Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საზოგადოება
696
Frontnews
ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო.

რაგბი ევროპის ნახევარფინალური შეხვედრა ავჭალის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 53:30 დასრულდა, რითაც „ბორჯღალოსნებმა“  რაგბი ევროპის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა უკვე მეცხრამეტედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი.

დღევანდელი მატჩით ალექსანდრე თოდუა და შალვა მამუკაშვილი სანაკრებო კარიერიდან ოფიციალურად გააცილეს.

რაგბი ევროპის ფინალი 15 მარტს, მადრიდში გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები