Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
1219
Frontnews
ირაკლი კობახიძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ნორვეგიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო; აღინიშნა, რომ ნორვეგია საქართველოს  მეგობარი ქვეყანა და სანდო პარტნიორია.

 

განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ხაზგასმით  აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერით განათლების  სფეროში განხორციელებული პროექტები, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

 

მთავრობის მეთაურმა ბერგლიოტ ჰოვლანდს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 

თაგები:

ნორვეგია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები