ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, ჩვენ გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტები

ავტორი
Frontnews საქართველო
ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, ჩვენ გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა განსხვავებული მიდგომა.
"70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები, მე ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ ხდებოდა - მოსკოვი რასაც იტყოდა, საქართველოს უნდა შეესრულებინა. ეს არ იყო შესაბამისი მიდგომა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საჭიროა, რომ განსხვავებული მიდგომა არსებობდეს ევროპაში და ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




