Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს

პოლიტიკა
121
Frontnews
ირაკლი კობახიძე - როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს

ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ჯო უილსონის კორუფციულ სკანდალში გახვევას ეხებოდა.

"ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. კონკრეტულად რა იდგა ამის უკან, ამას დაადგენს შესაბამისი ამერიკული გამოძიება. ჩვენ ასევე ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკოსების მოხსენიება ლობისტურ კონტრაქტებში და ეს არის არასწორი პრაქტიკა. ჩვენთვის ეს არის კორუფციული პრაქტიკა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები