Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - როდესაც წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია

პოლიტიკა
592
Frontnews
ირაკლი კობახიძე - როდესაც წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია

ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მისი შეფასებით, როდესაც წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია.

"მრგვალი მაგიდის ფორმატშიც გავამახვილე ყურადღება, რომ ეს არის მათ შორის დემოკრატიის კუთხით ევროპის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს. როდესაც შენთან წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელი. როდესაც კეთდება ამ ფონზე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის სამართლის უზენაესობაში ჩარევა. როდესაც ერევიან შენს დემოკრატიულ არჩევნებში, ეს არის ბუნებრივია, დემოკრატიის პრინციპის ხელყოფა. როდესაც პირდაპირი განცხადებები კეთდება სასამართლოსთან დაკავშირებით, მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ეს არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და სამართლის უზენაესობაში ჩარევა. ეს მიანიშნებს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, რაც ფიქსირდება ევროპაში, მათ შორის კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, არის ორმაგი სტანდარტების პრობლემა, ჩვენ აქაც გვაქვს ძალიან აქტიურად საუბარი და იმედი გვაქვს, ეს პრობლემები მომავალში მოგვარდება“, - განაცხადა კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები