Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა

პოლიტიკა
163
Frontnews
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

"აღინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხარდაჭერის როლი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებასა და მოდერნიზაციაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა  ტვირთბრუნვის მზარდ მაჩვენებლებზე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისთვის ახორციელებს. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა  აეროპორტებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, რომელიც პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები