Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - "საქართველოს ფოსტას“ დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა

პოლიტიკა
370
Frontnews
ირაკლი კობახიძე - "საქართველოს ფოსტას“ დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა

"საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მაჩვენებლების  გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს ფოსტას“ დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანია.

"გამოძიება ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ „საქართველოს ფოსტამ“ გაიუმჯობესოს ფინანსური მაჩვენებლები და ამ კუთხით ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა. წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ფუნდამენტური ცვლილება. თუ 20 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დარჩენილი „საქართველოს ფოსტას“, ამ დავალიანებას გაისტუმრებს, გავა წლიურ მოგებაზე და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები