Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი

პოლიტიკა
116
Frontnews
ირაკლი კობახიძე - საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026 გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026-ში  საერთაშორისო პარტნიორები და საზღვაო სფეროს პროფესიონალები მონაწილეობენ.

"მოხარული ვარ, რომ ბათუმში გავხსენი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები და საზღვაო სფეროს პროფესიონალები მონაწილეობენ.

ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები