Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებს და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება

პოლიტიკა
151
Frontnews
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებს და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება

 სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე. მთავარი, რაც აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას, არის ის, რომ პენსიების და მთლიანად სოციალური ბიუჯეტის წილი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაცდა 35%-ს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე მეტს თუ ხარჯავს სახელმწიფო სოციალურზე, მათ შორის პენსიებზე, პირდაპირ ურტყამს ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობაზე აისახება.

"ეს მაჩვენებელი 2012 წელს - ანუ ერთი, რომ ოთხჯერ ნაკლები ხომ იყო სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ წილობრივადაც დღეს არის 35%-ზე მეტი, ანუ ზღვარზე ვართ უკვე. ამაზე მეტს თუ ხარჯავ სოციალურზე, მათ შორის პენსიებზე, პირდაპირ ურტყამ ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობაზე აისახება. ჩვენ ზღვარზე ვართ უკვე: 35%-ზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დახარჯოს სახელმწიფომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ამუხრუჭებ ეკონომიკურ ზრდას და ამ ზღვარზე ვართ 35%-იან ზღვარზე იმ პენსიით, მათ შორის, რომელიც არის დადგენილი. პენსიას ემატება ასევე სოციალური დახმარება, რომელიც არის დაახლოებით 6-ჯერ გაზრდილი 2012 წლის შემდეგ საერთო მოცულობა, ამას ემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ჯანდაცვის სხვა პროგრამები და არაერთი სხვა სოციალური შეღავათი. სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები