Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

პოლიტიკა
629
Frontnews
ირაკლი კობახიძე უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს ტამაშ ვარგას შეხვდა.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები