ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - უცხოური აგენტურის მიზანია, რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას

ავტორი
Frontnews საქართველო
უცხოური აგენტურის - თავისი პარტიებით, პარტაქტივით, ტელევიზიებით, მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში არის ჩართული მთელი კოორდინაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მტერი.
"ახალი ტალღის მიზანია, ხელოვნურად გააღვივონ რაღაც კამპანია იმისათვის, რომ მიაღწიონ შედეგს. მტრების და უცხოური აგენტურის მიზანია, ამ კამპანიის ხარჯზე მიაღწიონ, მაგალითად ტურისტული ნაკადების შეწყვეტას საქართველოში, ეკონომიკური კავშირების მოშლას და საბოლოო ჯამში, დარტყმა მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




